საქართველო
საქართველო დეკადების განმავლობაში იყო რუსეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის, ასევე, დეზინფორმაციის სამიზნე. კრემლის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული შეცდომაში შემყვანი და მცდარი ნარატივი ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას, ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას და სუვერენიტეტის შერყევას. საქართველოში ძნელად მოიძებნება საკითხი, რომელიც რუსული დეზინფორმაციის სპექტრში არ მოხვედრილა — ბევრ სხვა საკითხთან ერთად რუსულმა დეზინფორმაციამ მოიცვა დასავლეთის დადანაშაულება „ფერადი რევოლუციის“ წაქეზებაში, ანტი-დასავლური სენტიმენტების გაღვივება, მითების გავრცელება ვაქცინაციისა და ბიოლოგიური კვლევის ლაბორატორიების შესახებ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე, საინფორმაციო გარემოში შეინიშნა კრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელების ზრდა, განსაკუთრებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, როგორც შიდა, ისე გარე აქტორების მხრიდან.
აღმოსავლეთის სამეზობლოს სტრატკომის სამუშაო ჯგუფი მონიტორინგს უწევს საინფორმაციო სივრცეს და აგროვებს დეზინფორმაციის რელევანტურ მაგალითებს EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია ქვემოთ.
ტელეკომპანია „იმედი“: პროპაგანდისტული მეგაფონი ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ
საქართველოს კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ: სუვერენიტეტის დაცვა თუ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა?
ომი სიმართლისთვის: რუსული დეზინფორმაცია და საქართველოს ევროპული გზა
პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილებები: ქართული ოცნების რიტორიკა ევროკავშირის შესახებ
საქართველო: მომდევნო ფერადი რევოლუცია?
ინტერვიუ ნინო დოლიძესთან: საქართველოში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო აქტივობაა
საქართველო: ბრძოლისუნარიანობის რეალური მაგალითები
„ბიოლოგიური იარაღი აკრძალულია, ბიოლოგიური კვლევა — არა“